
გ ი წ ვ ე ვ თ
დ ა ს ა ს ვ ე ნ ე ბ ლ ა დ !
ბობნევის დასასვენებელი ბანაკი(ბაზა) მდებარეობს ატენის ხეობისა და სოფელ ბობნევის ტერიტორიაზე.
დასასვენებელი ბაზა შედგება სამი კოტეჯისა,ერთი კაპიტალური კორპუსისა და სასადილოსაგან, რომელიც ერთდროულად 100 კაცს ემსახურება.
დასასვენებელ ბანაკში ყველა პირობაა შექმნილი დამსვენებლების მისაღებად, ფუნქციონირებს აბანო, არის რბილი ავეჯი. იქვე მახლობლად მიედინება მდინარე ტანა და დამსვენებლებს თბილ ამინდში მზის აბაზანების მიღების საშუალებაც აქვთ.

ტერიტორია შემოღობილია. არის ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და სპორტის სხვა სახეობების სათამაშო მოედნები.
დამსვენებელს აქვს პირობები ჯანსაღი ცხოვრების წესით დასასვენებლად, ბუნების წიაღში სასეირნოდ. მოეწყობა ექსკურსიები ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად.
ბანაკი მუშაობას იწყებს 2008 წლის 1 ივლისიდან.
10 დღიანი საგზურის ღირებულებაა 100 (ასი) ლარი.
კვება სამჯერადია.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ:
8(270) 7 48 47;
9(99) 77 57 86;
8(270) 7 00 81
ბანაკის დირექცია
Комментариев нет:
Отправить комментарий